|
2022-04-12 13:41:18, 2822 ნახვა
ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკი - EU-ს ქვეყნებისთვის რუსული ენერგორესურსების შეზღუდვისთვის კონკრეტული ვადების განისაზღვრა აუცილებელია
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროკავშირის თითოეული ქვეყნისთვის კონკრეტული ვადების დაწესებას მხარი დაუჭირა, რომლის ფარგლებშიც მათ უარი უნდა თქვან ან შეზღუდონ რუსული ენერგორესურსების გამოყენება. - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ლიეტუვის პარლამენტისადმი ვიდეომიმართვისას განაცხადა. „საბოლოოდ, კონკრეტული ვადები უნდა განისაზღვროს ევროკავშირის თითოეული სახელმწიფოსთვის, რათა რეალურად უარი თქვას ან მნიშვნელოვნად შეზღუდოს რუსული გაზისა და ნავთობის მოხმარება. მხოლოდ ამ გზით რუსეთის ხელმძღვანელობა მივა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია რეალური მშვიდობის ძიება, რომ ომი, პირველ რიგში, კატასტროფაა მათთვის“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა. მისივე თქმით, მეექვსე პაკეტში შეტანილი უნდა იყოს ნავთობი და სანქციები უნდა დაწესდეს ყველა რუსულ ბანკზე. ,„ევროპის რეაქცია რუსეთის აგრესიაზე ძლიერი უნდა იყოს, ჩვენ ვერ დაველოდებით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე, მეშვიდე, მეათე პაკეტის შემუშავებას, რათა მართლაც ძლიერი გადაწყვეტილებები მივიღოთ“. მეექვსე პაკეტში ნავთობი უნდა იყოს შეტანილი და რუსული ბანკებისთვის სანქციები უნდა დაწესდეს“, - განაცხადა ზელენსკიმ.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)