02:47 - 18 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-11 16:03:42, 1904 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რუსეთი პარტიზანული ომისთვის ემზადება

რუსები თავიანთ ტერიტორიაზე პარტიზანული ომისთვის ემზადებიან. ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო მთავარი სამმართველო იტყობინება.

"უსაფრთხოების გაზრდილი ზომები დაკავშირებულია" ჩარევის საფრთხესთან როსტოვის ოლქისა და კრასნოდარის ტერიტორიის საზღვრებზე მდებარე სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის ობიექტების მუშაობაში. თავდაპირველი გეგმის ჩავარდნის შემდეგ მათი მოქმედება რეგულარულად გრძელდება და ძლიერდება“ - ნათქვამია სამინისტროს შეტყობინებაში.

დაზვერვის თანახმად, ასეთი მზადყოფნა დაკავშირებულია, ბელორუსის "რკინიგზის პარტიზანების" ქმედებებთან, რომლებიც მიზანმიმართულად აჩერებენ სარკინიგზო კავშირს უკრაინასთან, რათა გაართულონ მარაგების მიწოდება საბრძოლო ზონაში.

ასევე ბოლოდროინდელმა აფეთქებებმა ბელგოროდის მახლობლად ადგილობრივ ნავთობის და საბრძოლო მასალის საცავებში პანიკა დათესეს რუსეთის ფედერაციის მეზობელ რეგიონებში, რაც პარტიზანული ომის დასაწყისსა და საომარი მოქმედებების რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე გადატანას გულისხმობს.

ბრიტანული დაზვერვის თანახმად, საწვავის და საბრძოლო მასალის სავარაუდო დაკარგვა ამ საწყობებიდან დამატებით დაბკოლებას შექმნის, რითიც განსაკუთრებით შეიძლება ხარკოვის გარშემო მყოფი რუსული ჯარების მხარდაჭერა დაზარალდეს





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics