|
2022-04-11 13:26:54, 1755 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი - რუსეთის ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო
უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩეველის, ვადიმ დენისენკოს განცხადებით, რუსეთმა ახალი შეტევა დონბასის რეგიონში უკვე დაიწყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს. "უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ იქნება 24 თებერვლის მსგავსი შეტევა, როდესაც ჯერ საჰაერო დარტყმები იყო, შემდეგ კი გამოვაცხადეთ, რომ ომი დაიწყო. ამჯერად, დიდი შეტევა უკვე დაიწყო", - განაცხადა დენისენკომ. როგორც მან აღნიშნა, აფეთქებები ღამით დნეპროპეტროვსკში მიმდინარეობდა და ასევე, უკრაინის სიდიდით მეორე ქალაქის, ხარკოვის დაბომბვა გრძელდება. ცნობისთვის, უკრაინელმა და დასავლელმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ ბოლო დღეებში აკვირდებოდნენ რუსული ჯარების გადაადგილებას დონბასში. შეგახსენებთ, რომ უკრაინის ლუგანსკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერჰი ჰაიდაიმ განაცხადა, რომ უკრაინის ხელისუფლება დონბასში "გაძლიერებულ ევაკუაციას" აწყობს და დასძინა, რომ 11 აპრილს დაგეგმილია ევაკუაციის მატარებლები ლუგანსკიდან და დონეცკიდან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)