|
2022-04-11 10:11:51, 1418 ნახვა
ომი უკრაინაში
ნატო-ს ყოფილი ოფიცერი - რუსეთი, შესაძლოა ოდესისა და დნეპრის აღებისთვის ემზადებოდეს
რუსეთი, შესაძლოა ოდესისა და დნეპრის აღებისთვის და შესაძლო დარტყმისთვის ემზადებოდეს, - ამის შესახებ აშშ-ის საზღვაო ძალების ყოფილმა კაპიტანმა, ჰარი ტაბახმა განაცხადა. „რუსეთი მოქმედებს არაპროგნოზირებად, ალოგიკურად და შეუძლებელია მათი ქმედებების ახსნა. მკვლელობა მკვლელობისთვის. საკუთარიც და სხვისიც. ეს ქმედებები გაუგებარია. ყველაფრის მოლოდინი შეიძლება და უნდა მოემზადოთ ყველაფრისთვის“, - აცხადებს ტაბახი. მისი შეფასებით, უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ახლა ბევრად უფრო კომპეტენტურად მოქმედებს, ვიდრე ეს იყო შეჭრისთვის მზადების დროს. „ახლა ჩემთვის გასაგებია რას ამბობენ ჩემი თანამებრძოლები, უკრაინელი და ამერიკელი სამხედროები, რუსეთი აჩვენებს, რომ მას სურს უკრაინის დაყოფა დნეპრსა და ოდესაზე ძლიერი დარტყმით. რუსებს ცოტა დრო აქვთ, რომ გადაჯგუფდნენ და შეაგროვონ რაიმე სახის ჯარი, ასევე, ცოტა დრო აქვთ - უკრაინელებს. ახლა ყოველი საათი, ყოველი წუთი, წამი მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოფიცერმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)