|
2022-04-09 10:28:10, 1911 ნახვა
ომი უკრაინაში
ბრიტანეთის დაზვერვა - რუსული ავიაციის აქტიურობა უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ნაწილში გაიზრდება
დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურში მიიჩნევენ, რომ რუსეთი გაზრდის საავიაციო მხარდაჭერას უკრაინის სამხრეთ და აღმოსავლეთ ბრძოლებში. ამის შესახებ უწყების Twitter-ის გვერდზეა გამოქვეყნებული. დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი აგრძელებს უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ ბრძოლას, როგორიცაა გუშინ მომხდარი ფაქტი - აღმოსავლეთ უკრაინაში, კრამატორსკის სარკინიგზო სადგურზე თავდასხმა. ამასთანავე, დაზვერვა წერს, რომ რუსული ჯარები კვლავ დონბასის დაკავებაზე, ასევე მარიუპოლისა და ნიკოლაევის დაპყრობაზე არიან ორიენტირებულნი. რუსეთი საზღვაო გზებით აგრძელებს უკრაინაში საკრუიზო რაკეტების გაშვებას. თუმცა ბრიტანეთის უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის გეგმები, შექმნას სახმელეთო დერეფანი ყირიმსა და დონბასს შორის, კვლავ შეუძლებელია, რადგან ისინი უკრაინელი სამხედროების წინააღმდეგობას აწყდებიან.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)