|
2022-04-08 15:10:53, 2027 ნახვა
ომი უკრაინაში
ჯოზეფ ბორელი კრამატორსკის დაბომბვაზე - მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს
საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი რუსი ოკუპანტების მიერ კრამატორსკის რკინიგზის სადგურის დაბომბვას განცხადებით ეხმაურება. როგორც ბორელი აღნიშნავს, ეს მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომსა და ადამიანთა ტანჯვას. „დღეს დილით კრამატორსკის რკინიგზის სადგურზე რუსეთის მხრიდან თავდასხმას განურჩევლად სამიზნისა - მკაცრად ვგმობ. თავდასცმის შედეგად ათობით ადამიანია მოკლული და უფრო მეტი დაშავებული. ეს მორიგი მცდელობაა, გაქცევის გზები გადაუკეტონ მათ, ვინც გაურბის გაუმართლებელ ომს, ადამიანების ტანჯვას“, - წერს ჯოზეფ ბორელი. ცნობისთვის, რუსმა ოკუპანტებმა კრამატორსკში რკინიგზის სადგური მაშინ დაბომბეს, როცა ასობით ადამიანი გაქცევას ცდილობდა. დონეცკის ოლქის გუბერნატორი პაველ კირილენკო აცხადებს, რომ დარტყმა რუსული რაკეტით ისკანდერით განხორციელდა. BBC-ის ცნობით, ამ დროისთვის დაღუპულია 39 ადამიანი, მათ შორის 4 ბავშვი.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)