|
2022-04-08 12:07:20, 1927 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის პრეზიდენტის აპარატი: ნებისიერი დროებითი ზავი მოსკოვთან - მომავლისთვის გადადებული ომია
ნებისიერი დროებითი ზავი მოსკოვთან - ეს არის მომავლისთვის გადადებული ომი, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა. „მოსკოვთან ნებისმიერი დროებითი ზავი არის მომავლისთვის გადადებული ომი, 2-5 წელიწადში. რუსეთი არის ქვეყანა, რომელიც ყიდის მხოლოდ ომს მეზობლებთან, ამიტომ ყოველთვის დიდი რისკია. ჩვენ ეს არ გვჭირდება, ჩვენ გვჭირდება გარანტიები. ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობთ ჰუმანიტარული ცეცხლის შეწყვეტაზე, მაგრამ რუსეთი ხელს უშლის ამას. ის რაც ბუჩაში ვნახეთ, რუსეთის ომის სტილია. ისინი მხოლოდ მშვიდობიან მოსახლეობას ებრძვიან“, - განაცხადა პოდოლიაკმა. ასევე, როგორც პრეზიდენტის ოფისის მრჩეველმა აღნიშნა, რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობა ხედავს, რომ კარგავს რუსულ ჯარებს. „ბოლო ორი კვირაა რუსი „ტოპ პირები“ გამუდმებით აკეთებენ განცხადებებს, საიდანაც ირკვევა, რომ ძალიან ნერვიულობენ და არ ესმით, რა ხდება“, - აღნიშნა პოდოლიაკმა. მანვე დასძინა, რომ უკრაინას აქვს გეგმა, რომელსაც იცავს. „რუსეთი ამას ხედავს, ხედავს, რომ ფრონტზე მათ არანაირი უპირატესობა არ აქვთ. ისინი ელიან, რომ დონბასისთვის ბრძოლა მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მათ პოზიციებს“, - დასძინა პოდოლიაკმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)