|
2022-04-07 15:32:07, 1904 ნახვა
ომი უკრაინაში
ავსტრალია უკრაინას Bushmaster-ის ჯავშანმანქანებს გადასცემს
პრემიერ მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ ავსტრალია უკრაინას ჯავშანტექნიკას, Bushmaster-ის მანქანებს გაუგზავნის. აღნიშნული გადაწყვეტილება პრემიერმა მას შემდეგ მიიღო, რაც უკრაინის პრეზიდენტმა ვოლიდიმირ ზელენსკიმ ავსტრალიელ კანონმდებლებს სიტყვით მიმართა და დახმარება სთხოვა. „თქვენ გაქვთ ძალიან კარგი შეიარაღებული პერსონალის მანქანები, ბუშმასტერები, რომლებსაც შეუძლიათ არსებითად დაეხმარონ უკრაინას", - მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამავდროულად, მორისონმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეს დახმარება უახლოეს დღეებში განხორციელდება, თუმცა კონკრეტული თარიღი და რაოდენობა არ დაუსახელებია . „ ჩვენ არ ვაგზავნით მხოლოდ ჩვენს ლოცვებს, ჩვენ ვაგზავნით ჩვენს იარაღს, საბრძოლო მასალას, ჰუმანიტარულ დახმარებას, ჩვენს ჯავშანს, ჩვენს ბუშმასტერებსაც“, - თქვა მორისონმა.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)