08:04 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-06 20:10:57, 1195 ნახვა

ეკონომიკა
ბრიატნეთმა რუსეთის უმსხვილეს ბანკს, Sberbank-ს აქტივები გაუყინა

დიდი ბრიტანეთი დასავლეთ მოკავშირეებთან ერთად რუსეთის წინააღდეგ მორიგ სანქციებს აწესებს. მათ შორის, რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის წინაღმდეგ, რაც აქტივების სრულად გაყნივას გულისხმობს.

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ „ახალი სანქციების დაწესებით ლონოდნი აჩვენებს რუსეთი ელიტას, რომ ისინი ვერ დაიბანენ ხელს იმ სიმხეცისგან, რომელიც უკრაინაში პუტინის ბრძანებით ჩაიდინეს“.

სანქციები ასევე მოიცავს, რუსეთიდან გაზის იმპორტის აკრძალავს, რაც შეიძლება მალე, ასევე რუსეთში ბრიტანეთის ინვესტიციების დაბანდების და სხვადასხვა პროდუქტების იმპორტის აკრძალვას რუსეთიდან, მათ შორის რკინა და ფოლადი.

სანქციები დაეკისრა კიდევ რვა პირს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ძირითად ინდუსტრიებთან, მათ შორის გაზპრომბანკის აღმასრულებელი დირექტორი, ანდრეი აკიმოვი და გაზის კომპანია Novatek-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ლეონიდ მიხელსონი.

შეერთებულმა შტატებმა ასევე დააწესა სანქციები რუსეთის უმსხვილესი ბანკის Sberbank-ის წინააღმდეგ, გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics