|
2022-04-05 14:34:03, 786 ნახვა
ეკონომიკა
„თიბისიმ“ ქალაქ გორში ადგილობრივი ბიზნესისთვის ფორუმი გამართა
80-ზე მეტი მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი შეიკრიბა გორში, „თიბისის“ მიერ ორგანიზებულ ფორუმზე, რომელიც გორის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა. რეგიონული ფორუმის მიზანი, ადგილობრივ ბიზნესების მხარდაჭერა, მათთან შეხვედრა, ბიზნესის სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდება იყო. „ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. ჩვენ გორში შევკრიბეთ შიდა ქართლში რეგისტრირებული მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები, ვისაუბრეთ გამოწვევებზე, გავაცანით სიახლეები და ტრენდები ბიზნესში, ის, რაც მათთვის საინტერესო და ღირებულების მიმცემია,“ - ვეფხია ლომინაშვილი, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები იყვნენ, რომლებმაც ბიზნესებისთვის აქტუალურ თემებზე ისაუბრებს, მათ შორის, სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტის შესაძლებლობებზე, ფინანსური აღრიცხვიანობის სტანდარტის დანერგვაზე, კანონმდებლობაში მნიშვნელოვან საგადასახადო ცვლილებებზე, პროექტების მხარდაჭერასა და დონორებთან ურთიერთობებზე.
„ზოგადად მსგავს აქტივობებს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონების განვითარებისთვის, რადგან აქ მოსულ ადგილობრივი ბიზნესების წარმომადგენლებს საშუალება აქვთ დასვან მათთვის საჭირო და რელევანტური კითხვები და მიიღონ კონკრეტული პასუხები,“ - მარიამ ქოიავა, Savvy Consulting - ის მმართველი პარტნიორი. „თიბისის ეს წამოწყება - რეგიონული ბიზნესფორუმები, ვფიქრობ, კარგი საშუალებაა, გლობალური თუ ადგილობრივი თემები დავინახოთ და გავაანალიზოთ სხვადასხვა პერსპექტივიდან. ჩემი მთავარი ამოცანა იყო, რომ ბიზნესის წარმომადგენლებს ფინანსური მიმართულება უფრო სტრატეგიულ ჭრილში და დიდ სურათში დაენახათ,“ - შალვა ახრახაძე, საკონსულტაციო კომპანიის „ფინანსური ლაბორატორია“ მმართველი პარტნიორი.
გარდა ამისა, ფორუმის მიზანი, ბიზნესების ერთად შეკრება და მათი კომუნის გააქტიურება, ერთმანეთში აზრების და გამოცდილების გაზიარებაც იყო. ფორუმში მონაწილეობა შიდა ქართლის მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგებლებმა მიიღეს. „ძალიან მნიშვნელოვანი და აქტუალური იყო ექსპორტთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაცია, განსაკუთრებით იმ მეწარმეებისათვის, ვისაც არა აქვს შესწავლილი, მაგრამ მომავალში აპირებს, რომ ამ მიმართულებით განავითაროს თავისი ბიზნესი,“ - ზურაბ გოჯიაშვილი, „აგრო გორის“ დამფუძნებელი. ეს იყო პირველი რეგიონული ბიზნესფორუმი, რომელიც 2022 წელს „თიბისიმ“ ჩაატარა, მსგავსი შეხვედრები წლის განმავლობაში ეტაპობრივად საქართველოს ყველა რეგიონში ჩატარდება.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)