03:58 - 04 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-02 15:02:07, 651 ნახვა

მსოფლიო
ირპენის მერი - რუსული აგრესიის შედეგად ქალაქში, შენობების 50% განადგურებულია

კიევის ოლქის ქალაქ ირპენში ოკუპანტების შეიარაღებული აგრესიის შედეგად შენობების 50% განადგურებულია.-  ამის შესახებ ქალაქის მერმა ალექსანდრე მარკუშინმა განაცხადა. 

„რა თქმა უნდა, ახლა ბევრს ვთხოვთ დაგვეხმარონ ტექნოლოგიებით, ადამიანური რესურსებით, ქალაქის 50%, სამწუხაროდ, დანგრეულია, მის აღდგენას დიდი დრო და მუშაობა სჭირდება“, - განაცხადა მარკუშინმა

მარკუშინის თქმით, ახლა ირპენში 4000-მდე მაცხოვრებლებია დარჩენილი. 

„მოვუწოდებ მათ ჯერ არ დაბრუნდნენ, რადგან არ არის კომუნიკაციები, წყალი, დენი, გაზი, არ მუშაობს კანალიზაცია და საჭიროა ქუჩებიდან ბლოკირების მოხსნა. ჭურვები იყო მიმოფანტული, რომელიც არ აფეთქდა",- განაცხადა ირპენის მერმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
სტამბოლში სტენდაფ კომიკოსი ერდოღანზე ხუმრობის გამო დააკავეს
რუსეთის ბენზინგასამართ სადგურებზე რიგები ახლა კოსმოსიდანაც ჩანს
ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების დაბომბვებმა ნავთობისა და გაზის ბიუჯეტის შემოსავლები ტრილიონი რუბლით შეამცირა
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის „საპრეზიდენტო“ არჩევნების ე.წ. ვადამდელი თარიღად 18 სექტემბერი დადგინდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics