|
2022-04-01 14:36:20, 688 ნახვა
ეკონომიკა
„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით ლაგოდეხში 43 ჰა-ზე თხილის ბაღები გაშენდა
„საქართველოს ბანკი“ აგრომეურნეობის მიმართულებით პროექტების მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკის მიერ გამოყოფილი ფინანსური რესურსით ქალაქ ლაგოდეხში, 43 ჰა. ფართობზე თხილის ბაღები გაშენდა. კოოპერატივი „კავკასიონისთვის“ გამოყოფილმა ინვესტიციამ 100 000 ლარი შეადგინა. კოოპერატივისა და საქართველოს ბანკის 11 წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. „თავდაპირველად, ჩვენი საქმიანობა მარცვლეული კულტურების მოყვანას მოიცავდა. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 100 ჰა. ფართობზე მოვიყვანეთ ხორბალი, სიმინდი, ქერი და შვრია. რამდენიმე წლის შემდეგ, გადავწყვიტეთ გაგვეფართოვებინა საქმიანობა და ბანკის ჩართულობით დამატებით 43 ჰა.-ზე ე.წ. „ანაკლიური“ და „გავაზური“ჯიშის თხილი დავრგეთ“, - აღნიშნავს კომპანიის დამფუძნებელი, დავითი ლომიძე. „კოოპერატივი ყოველწლიურად 600-700 ტონა მარცვლეულისა და 1300 კგ. თხილის რეალიზაციას ახორციელებს(თხილის მოსავალი მზარდია, რადან ნარგავები ჯერ არ არის სრულმოსავლიანი). სამომავლოდ, განახლებული ინფრასტუქტურით, საქმიანობის კიდევ მეტად გაფართოებას ვგეგმავთ“, - დასძენს კომპანიის დამფუძნებელი. „საქართველოს ბანკი“ აქტიურად აგრძელებს აგროსექტორის ხელშეწყობის მიზნით პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერას. მოხარული ვართ, რომ მრავალწლიანი პარტნიორობის ფარგლებში, გვეძლევა შესაძლებლობა, ჩვენი წვლილი შევიტანოთ კიდევ ერთი ადგილობრივი პროექტის განვითარებაში. სასიამოვნოა, როცა ვხედავთ თუ როგორ ძლიერდებიან ბიზნესები და მუდმივად ფიქრობენ განვითარებაზე. გვინდა წარმატება ვუსურვოთ კოოპერატივს სამომავლო გეგმების განხორციელებაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, მერაბ ახვლედიანმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)