20:30 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-04-01 00:37:54, 1658 ნახვა

სხვადასხვა
ჩერნობილიდან ოკუპანტები გავიდნენ

რუსმა ოკუპანტებმა ჩერნობილის ატომური ელექტროსადგურის ტერიტორია დატოვეს. აქ საკუთარ სპეციალურ მისიას გაერო-ს ბირთვული მაკოტროლებელი ორგანო, ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) გაგზავნის.

მისია შეამოწმებს ჩერნობილის ატომურ სადგურზე არსებულ მდგომარეობას.

31 მარტს უკრაინის სახელმწიფო ბირთვულმა კომპანიამ, ენერგოატომმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ჩერნობილში მყოფი რუსი სამხედროები ბელარუსის საზღვრისკენ დაიძვრნენ და დარჩენილი იყო ჯარის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელიც ტერიტორიიდან ამჟამად უკვე გასული უნდა იყოს. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, როდესაც ოკუპანტებმა ატომური სადგური დატოვეს, თან წაიყვანეს ტყვეებად ჩავარდნილი უკრაინის ეროვნული გვარდიელები.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics