22:46 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-31 10:07:41, 648 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა ხარკოვის ქალაქ დერგაჩში ადმინისტრაციის შენობა დაბომბეს - დაიღუპა მინიმუმ ერთი ადამიანი

ხარკოვის ოლქის საკრებულოში აცხადებენ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში რუსი ოკუპანტები ინტენსიურად ბომბავდნენ თემში არსებულ სამოქალაქო ობიექტებს, რის შედეგადაც ქალაქები პრუდიანკა,სლატინი, ბეზრუკი და დერჩაგი დაზარალდნენ. 

ამასთანავე, საკრებულოში აცხადებენ, რომ რუსი ოკუპანტების დაბომბვამ გამოიწვია საკრებულოს ერთ-ერთი ადმინისტრაციული შენობის განადგურება, რასაც, სულ მცირე 1 ადამიანი ემსხვერპლა, 3 კი დაშავდა.

ამასთნავე, საკრებულოში განაცხადეს, რომ ძლიერ დაზიანდა მრავალი კერძო სახლი სხვადასხვა რაიონში, განადგურდა რამდენიმე ქუჩა. მათივე თქმით, მუდმივი დაბომბვის გამო, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ მეტი ინფორმაციის მოპოვება ჯერჯერობით შეუძლებელია.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics