10:25 - 19 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 15:37:59, 417 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე შეთანხმებას ხელი მოეწერა

დღეს, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, სებასტიან მოლინეუსმა, ხელი მოაწერეს საქართველოსა და მსოფლიო ბანკს შორის შეთანხმებას ,,საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამისთვის" 358,500,000 ევროს ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე.

აღნიშნული პროგრამისთვის მსოფლიო ბანკი პირველად იყენებს დაფინანსების „შედეგზე ორიენტირებული პროგრამის" ე.წ. PforR (Program for Results) ინსტრუმენტს, რაც გულისხმობს იმას, რომ პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების იმპლემენტაცია და მონიტორინგი, მთლიანად დაეყრდნობა საჯარო მმართველობაში არსებულ ინსტიტუტებსა და სისტემებს. პროგრამა მოიცავს განათლების, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სექტორებს

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მიმართულებით, ადამიანური  კაპიტალის პროგრამა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მომსახურების მიწოდების ეფექტურობის გაზრდაში. განათლების სისტემის კუთხით, პროგრამის მიზანია მაღალი ხარისხის განათლებასთან ხელმისაწვდომობის ამაღლება.

პროექტის განხორციელების კოორდინირებას უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, ხოლო ძირითადი მიმართულებით დაგეგმილი შედეგებისა და ინდიკატორების მიღწევას, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროები განახორციელებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ავსტრალია უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოუყოფს
პავლოგრადზე რუსული თავდასხმის შედეგად 8 წლის გოგონა დაიღუპა
ფოდოროვი - უკრაინა მიიღებს შორ მანძილზე მოქმედ არტილერიას, ფრთოსან რაკეტებს და დრონების მხარდაჭერას
ევროკავშირის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ორჯერ გაახანგრძლივონ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics