22:52 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-30 12:22:24, 697 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის დაზვერვა - რუსეთის ჯარები მარაგის შესავსებად ბელარუსში ან სამშობლოში ბრუნდებიან

რუსული ქვედანაყოფები, რომლებმაც უკრაინასთან ომში დიდი დანაკარგები განიცადეს, სამშობლოში ან ბელარუსში რეორგანიზაციისთვისა და მარაგების შესავსებად დაბრუნდებიან, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაშია აღნიშნული. 

„რუსეთის ქვედანაყოფები, დიდი დანაკარგების შემდეგ, იძულებულები იყვნენ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში ან ბელარუსში, რათა გადაფორმირებულიყვნენ და მარაგები შეევსოთ. ასეთი აქტივობა დამატებით ზეწოლას ახდენს რუსეთის ისედაც დაძაბულ ლოჯისტიკაზე და მეტყველებს იმაზე, თუ რა სიძნელეებს უქმნის რუსეთს თავისი ქვედანაყოფების რეორგანიზაციასთან დაკავშირებული საკითხები უკრაინაში", - აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. 

დიდი ბრიტანეთის დაზვერვაში მიიჩნევენ, რომ რუსეთი, დიდი ალბათობით, გააგრძელებს სახმელეთო მანევრირების შესაძლებლობების კომპენსაციას მასიური საარტილერიო და სარაკეტო დარტყმებით. 

„რუსეთის მიერ გაკეთებული აქცენტები დონეცკისა და ლუგანსკის წინააღმდეგ შეტევებზე, ალბათ, მდუმარე აღიარებაა, რომ ის ცდილობს ერთზე მეტი მნიშვნელოვანი ხაზის მხარდაჭერას", - დასძინეს დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics