21:29 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-29 10:45:10, 811 ნახვა

მსოფლიო
პენტაგონი მიიჩნევს, რომ რუსეთი აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის „მწვავე საფრთხეს“ წარმოადგენს

პენტაგონი რუსეთს შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოებისთვის "მწვავე საფრთხედ" მიიჩნევს. - ამის შესახებ ნათქვამია აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო სტრატეგიაში, რომელიც კონგრესს წარედგინა, წერს CNN.

ამასთან, დოკუმენტში, ყურადღება გამახვილებულია ჩინეთისა და რუსეთის მხრიდან საფრთხეებზე.

თავდაცვის დეპარტამენტის ეროვნული თავდაცვის საიდუმლო სტრატეგიაში, დეტალურადაა აღწერილი ჩინეთის მხრიდან „მრავალმხრივი საფრთხე“, ისევე როგორც რუსეთის მიერ წარმოქმნილი „მწვავე საფრთხეები“.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ სტრატეგია ბირთვული პოლიტიკისა და რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის გათვალისწინებით მომზადდა.

თავდაცვის სამინისტრო მთავარ პრიორიტეტად სამშობლოს დაცვას მიიჩნევს და ჩინეთს "ყველაზე მნიშვნელოვან სტრატეგიულ კონკურენტად მოიხსენიებს.

 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics