|
2022-03-28 10:59:12, 614 ნახვა
ეკონომიკა
სტუდენტები სტარტაპებისთვის - „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერისა და თავისუფალი უნივერსიტეტის ერთობლივი პროექტი იწყება
„თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი ახალ ბიზნესებს შესაძლებლობას აძლევს, ახალი იდეები და გამოცდილება მიიღონ იმ ადამიანებისგან, რომლებიც ახლა ეუფლებიან თავიანთ პროფესიას და რაღაც განსაკუთრებულის აღმოჩენა სურთ. სწორედ ამ მიზნით, სტარტაპების მხარდასაჭერად და ახალგაზრდებისთვის პრაქტიკული მაგალითისა თუ ცოდნის მისაცემად, სტარტაპერი თავისუფალ უნივერსიტეტთან ერთად ახალ პროექტს განახორციელებს. სტარტაპები მათ წინაშე არსებულ მარკეტინგულ გამოწვევებზე მიიღებენ პოტენციურ გადაწყვეტებს სტუდენტებისგან, რომლებიც ამ დავალებას ლექტორებთან კონსულტაციით შეასრულებენ. პირველ ეტაპზე, სტარტაპებს შეუძლიათ გამოაგზავნონ მათ წინაშე არსებული მარკეტინგული გამოწვევები, რომელთა გადაჭრაზეც სტუდენტები იმუშავებენ. თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტები რეალურ ამოცანებს სასწავლო პროგრამის ფარგლებში ლექტორებთან ერთად დაამუშავებენ და შესრულებული სამუშაოს მიხედვით შეფასებებს მიიღებენ. სტარტაპებისგან განაცხადების მიღების დასრულების შემდეგ სამუშაო ჯგუფი დაამუშავებს მიღებულ დავალებებს და გადარჩევის შედეგად მხოლოდ 3 სტარტაპი შეძლებს სტუდენტებისგან გამოწვევებზე ახალი იდეების მიღებას. „თიბისის“ პროგრამა სტარტაპერი პროექტის ბოლოს გამოავლენს საუკეთესო გუნდს და გადასცემს საპრიზო თანხას - 6000 ლარს.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)