20:14 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-26 22:28:58, 745 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი უკრაინელებს - ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ წერტილი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ მსოფლიომ უნდა მოამზადოს თავის ხანგრძლივი ბრძოლისთვის. ამერიკის პრეზიდენტის თქმით, ამ ბრძოლაში აშშ და მსოფლიო უკრაინელი ხალხის გვერდით დგას.
"ჩვენ ხელახლა დავიბადეთ თავისუფლებისთვის დიად ბრძოლაში. ბრძოლაში დემოკრატიასა და ავტოკრატიას შორის, თავისუფლებასა და რეპრესიებს შორის. ამ ბრძოლაშლი ჩვენ უნდა ვიყოთ შორსმჭვრეტელები. ამ ბრძოლას ვერ მოვიგებთ დღეებში, ვერც თვეებში. ჩვენ უნდა მოვამზადოთ ჩვენი თავი მომავლის ხანგრძლივი ბრძოლისთვის.

ახლა დემოკრატიისა და თავისუფლებითვის მრავალწლიან ბრძოლაში ჩაბმული უკრაინა და მისი ხალხი ფრონტის ხაზზეა, იბრძვის საკუთარი ერის გადარჩენისთვის და მათი მამაცური წინააღმდეგობა უფრო დიდი ბრძოლის ნაწილია, ბრძოლის ყველაზე მნიშვნელოვანი დემოკრატიულ პრინციპებისთვის, რაც ყველა თავისუფალ ხალხს აერთიანებს.

ჩემი მესიჯი უკრაინელი ხალხის მიმართ უკრაინის საგარეო და თავდაცვის მინისტრებს გადავეცი: ჩვენ თქვენთან ერთად ვდგავართ. წერტილი." - განაცხადა ჯო ბაიდენმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics