|
2022-03-26 11:34:52, 900 ნახვა
მსოფლიო
უფლებადამცველთა ორგანიზაცია - ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში შეჭრისთვის მზადება ჯო ბაიდენის გაპრეზიდენტებისთანავე დაიწყო
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომისთვის მზადება აშშ-ის პრეზიდენტად ჯო ბაიდენის არჩევნის შემდეგ დაიწყო, - ამის შესახებ უკრაინული მედია საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაცია „აგორას“ ანგარიშზე დაყრდნობით წერს. უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ უკრაინაზე თავდასხმისთვის მზადება დაიწყო რუსეთის უშიშროების საბჭოს შეხვედრების სერიით 2020 წლის ნოემბერში, მას შემდეგ, რაც აშშ-ის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ექს-პრეზიდენტი დონალდ ტრამპი დაამარცხა. „ჯო ბაიდენის გამარჯვება ნიშნავდა დაპირისპირების გარდაუვალ აღდგენას“, - ნათქვამია ანგარიშში. ამასთანავე, ისინი აღნიშნავენ, რომ დღეს რუსეთში შემოღებულია საომარი მდგომრეობა, ძირითადი კონსტიტუციური უფლებების შეზღუდვით და შეჭრისთვის მზადებით რამდენიმე მიმართულებით. გარდა ამისა, უფლებადამცველები აღნიშნავვენ, რომ კორონავირუსის გამო დაწესებული შეზღუდვები და პოლიციის გაზრდილი კონტროლი ხელისუფლებამ გამოიყენა „სპეციალური ოპერაციისთვის“ მოსამზადებლად. ამასთან, კრემლმა გაანეიტრალა მასობრივი ქუჩის საპროტესტო აქციების პოტენციური ორგანიზატორები და გაანადგურა დამოუკიდებელი მედია.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)