|
2022-03-24 11:33:02, 1034 ნახვა
ეკონომიკა
ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს მობილბანკშია ხელმისაწვდომი
„საქართველოს ბანკი“ ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ცოტა ხნის წინ, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ბიზნეს ინტერნეტბანკში ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც მომხმარებლის სურვილის შემთხვევაში, სხვა ბანკის ბიზნეს ანგარიშების ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. მეტი კომფორტისთვის კი, აღნიშნული ფუნქციონალი უკვე ბიზნეს მობილბანკშიცაა ხელმისაწვდომი. შესაბამისად, ამიერიდან მომხმარებელი ცენტრალიზებულად შეძლებს ბიზნეს მობილბანკში სხვა ბანკებში არსებული ბიზნეს ანგარიშების დამატებას და განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგს. „საქართველოს ბანკი აქტიურად აგრძელებს მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული ციფრული ინოვაციების დანერგვას. ამჯერად ბიზნეს მობილბანკში ღია ბანკინგის ფუნქციონალი ავამოქმედეთ, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი ერთ სივრცეში შეძლებს სხვა ბანკების ბიზნეს ანგარიშების, ნაშთებისა და ტრანზაქციების ნახვას. ღია ბანკინგის მომდევნო ეტაპზე, უკვე სხვა ბანკების ანგარიშიდან გადარიცხვების შესრულებაც იქნება შესაძლებელი, რაც ბიზნეს მომხმარებლის ციფრულ გამოცდილებას კიდევ უფრო კომფორტულს გახდის. ჩვენი მიზანია, ღია ბანკინგის განვითარებით, მაქსიმალურად გავუმარტივოთ ბიზნესს ისეთი ოპერაციები, როგორიცაა გადარიცხვები, გადახდები, ხელფასების ჩარიცხვა, საბანკო პროდუქტებით მომსახურება და ა.შ.“ - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ ციფრული საბანკო ეკოსისტემის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი კინწურაშვილმა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)