|
2022-03-23 20:39:34, 1048 ნახვა
მსოფლიო
ვოლოდიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მიმართა, რომ რუსეთს მიმდინარე ომის დასრულება აიძულონ
უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას და არ დააფინანსოს რუსული ომი. უკრაინული მედიის ცნობით, მან საფრანგეთს მოუწოდა, რომ ქვეყანა უკრაინისა და მთელი მსოფლიოსთვის უსაფრთხოების ერთ-ერთი გარანტი გამხდარიყო. „ჩვენ გვჭირდება გარანტიები, რომ უსაფრთხოება იქნება ურყევი და ნამდვილად არ იქნება ომი. და საერთოდ, ომები შეუძლებელი იქნება. ჩვენ ვქმნით უსაფრთხოების ისეთ ახალ სისტემას, რომელშიც საფრანგეთი, მჯერა, რომ მონაწილეობას მიიღებს. უკრაინა ხედავს, რომ საფრანგეთი, როგორც ყოველთვის აფასებს თავისუფლებას და თქვენ მას იცავთ. გახსოვთ რა არის თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა. თითოეული ეს სიტყვა სავსეა ძალით. მე ვგრძნიბ ამას, უკრაინა გრძნობს ამას. ამიტომ, ჩვენ ველით საფრანგეთისგან, თქვენი ლიდერისგან, რომ თქვენ შეგიძლიათ აიძულოთ რუსეთს მშვიდობისკენ, რომ დავასრულოთ ეს ომი თავისუფლების, თანასწორობისა და ძმობის წინააღმდეგ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. საფრანგეთის პარლამენტმა, უკრაინის პრეზიდენტის თხოვნის შესაბამისად, უკრაინაში, რუსეთის საოკუპაციო ჯარების შეჭრის შედეგად დაღუპული უკრაინელების ხსოვნას წუთიერი დუმილით, პატივი მიაგო. მან საფრანგეთის პარლამენტს მოუწოდა, დაეხმაროს უკრაინას შეიარაღებაში. ასევე, მოამზადოს სანქციების მორიგი პაკეტი რუსეთის წინააღმდეგ და არა დაფინანსოს უკრაინაში მიმდინარე ომი, ფრანგული კომპანიების მეშვეობით. „ჩვენ თქვენგან, საფრანგეთისგან და თქვენი ლიდერისგან ველით, რომ შეძლებთ რუსეთის მშვიდობისკენ მობრუნებას. ჩვენ ველით, რომ აღდგება ტერიტორიული მთლიანობა. ამას ერთად შევძლებთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)