15:44 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-23 10:44:41, 854 ნახვა

მსოფლიო
Reuters - აშშ და დასავლელი მოკავშირეები რუსეთის G20-დან გარიცხვას განიხილავენ

შეერთებული შტატები და მისი დასავლელი მოკავშირეები აფასებენ, უნდა დარჩეს თუ არა რუსეთი უკრაინაში შეჭრის შემდეგ მსოფლიო ეკონომიკის მთავარ სტრატეგიულ ეკონომიკურ ფორუმის ოცეულში (G20), - ამის შესახებ Reuters-ს დისკუსიაში ჩართულმა წყაროებმა განუცხადეს.

"იყო დისკუსია იმის შესახებ, მიზანშეწონილია თუ არა რუსეთისთვის G20-ის ნაწილი იყოს" - თქვა G7-ის მაღალჩინოსანმა წყარომ.

წყაროების ცნობით, არსებობს იმის ალბათობა, რომ რუსეთის პირდაპირ გარიცხვის მცდელობას შესაძლოა ფორუმის სხვა წევრებმა(ჩინეთმა, ინდოეთმა, საუდის არაბეთმა და სხვებმა) ვეტო დაადონ. ამასთან რუსეთის გარიცხვა ზრიდის იმის პერსპექტივას, რომ ზოგიერთი ქვეყანა  G20-ის შეხვედრებს გამოტოვებს.

ევროკავშირის წყარომ ცალკე დაადასტურა რუსეთის სტატუსის შესახებ დისკუსიები G20-ის მომავალ შეხვედრებზე, რომლის მონაცვლე თავმჯდომარე ამჟამად ინდონეზიაა.

„ინდონეზიას ძალიან მკაფიოდ განუცხადეს, რომ რუსეთის ყოფნა მომავალ მინისტერიალებზე ევროპული ქვეყნებისთვის უაღრესად პრობლემური იქნებოდა“, - თქვა წყარომ და დასძინა, რომ არ არსებობს რაიმე ქვეყნის გამორიცხვის მკაფიო პროცესი.

Reuters-ის ცნობით, შეერთებული შტატები გეგმავს კონსულტაციებს თავის მოკავშირეებთან, სანამ რაიმე სხვა განცხადებები გაკეთდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში საქართველოზე კრიტიკული ანგარიში მომზადდა
ლაიენი: სომხეთი აგრძელებს გზას დემოკრატიისკენ, EU-სთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობისკენ
ოცნების საგარეო: რუსეთსა და ოკუპირებულ ცხინვალს შორის შეთანხმებაზე შეშფოთება გამოვთქვით
TI: „ქართული ოცნების“ დონორებთან დაკავშირებულმა კომპანიებმა 17.7 მილიონი ლარის ღირებულების სამთავრობო კონტრაქტები მიიღეს.
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics