16:10 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-21 13:49:10, 778 ნახვა

საზოგადოება
21 მარტი ტყის საერთაშორისო დღეა

ტყე საქართველოს ბუნებრივი სიმდიდრეა, რომელსაც ქვეყნის ტერიტორიის 42% უჭირავს. 

ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ, 2021 წელს მომზადდა 16 პროექტი და ტყის მოვლა-აღდგენის ღონისძიებები განხორციელდა გურიის, იმერეთის, ქვემო ქართლის, სამცხე-ჯავახეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთის რეგიონებში 444 ჰექტარ ფართობზე. მათ შორის, გაგრძელდა ქ. ქუთაისთან მუხნარი ტყის (საღორიის ტყე) აღდგენის სამუშაოები 272 ჰექტარ ფართობზე. 

აღსანიშნავია, რომ კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის მიმართ აღებული ვალდებულებების ფარგლებში, „საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის“ თანახმად, ქვეყანამ 2030 წლისთვის 4000 ჰექტარზე მეტ ფართობზე უნდა უზრუნველყოს დეგრადირებული ტყეების აღდგენა.  ეროვნული სატყეო სააგენტო ტყის აღდგენის ღონისძიებებს სწორედ ამ სამიზნე მაჩვენებლის გათვალისწინებით ახორციელებს.

21 მარტი ტყის საერაშორისო დღედ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 1971 წელს აღიარა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics