17:08 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-18 16:57:16, 1078 ნახვა

საზოგადოება
ელენე ხოშტარია - 19 მარტს, პარლამენტის წინ, უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს პატივს მივაგებთ

მოძრაობა „დროა“-ს ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, უკრაინაში დაღუპული ქართველი მეომრების, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ხსოვნის პატივსაცემად, 19 მარტს, პარლამენტის წინ, მათ ფოტოებს მიიტანენ.

მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა ბათუმიში, 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე და ზუგდიდში, 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე გაიმართება.

„დღეს დავკარგეთ ორი ქართველი მებრძოლი,

გია ბერიაშვილი და დავით რატიანი.

ამ ადამიანებმა, სიცოცხლე გაწირეს ჩვენთვის, ჩვენი თავისუფლებისთვის და ჩვენი მშვიდობისთვის.

მათ საკუთარ თავზე აიღეს, თავისუფლების ტვირთი და თავი გაწირეს.

ყველაზე მინიმუმი,  რაც ახლა შეგვიძლია გავაკეთოთ, არის მათი ხსოვნის პატივისცემა და მათ ოჯახებზე ზრუნვა.

მე არ ვიცი და არ მაინტერესებს ხელისუფლება რას იზამს,

ჩვენ, ხალხმა ავიღოთ ინიციატივა.

ხვალ, თბილისში 15:00 სთ-დან, პარლამენტის წინ, მივიტანთ მათ ფოტოებს და ყველას გექნებათ შესაძლებლობა, პატივი მიაგოთ მათ ხსოვნას.

ბათუმი - 15:00 სთ-ზე, ერას მოედანზე.

ზუგდიდი - 15:00 სთ-ზე, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან (ცენტრალური ბულვარის ტერიოტრიაზე“, - წერს ელენე ხოშტარია „ფეისბუკ“-ზე.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კობახიძე თელავის სტიქიაზე - ნებართვები არასწორად იყო გაცემული. ასე მიმაჩნია, თუმცა შევისწავლით
აქტივისტ ისაკო დევიძეს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა - ის საპატიმროს 6 თვეში დატოვებს
14-16 ივლისს საქართველოში მოსალოდნელია მაღალი ტემპერატურის ფონზე დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
კობახიძე - ქვეყანა იმართება ეფექტიანად, მათ შორის ეკონომიკური თვალსაზრისით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics