|
2022-03-11 16:21:30, 787 ნახვა
ეკონომიკა
ლევან დავითაშვილი - პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით 2021 წელი ძალიან წარმატებული იყო
ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილის შეფასებით, 2021 წელი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით ძალიან წარმატებული იყო - 2020 წელთან შედარებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა ორჯერ მეტად 580.9 მლნ. აშშ. დოლარით (101.6%-ით) გაიზარდა და 1,152.8 მლნ. აშშ. დოლარი შეადგინა. „საკმაოდ გაზრდილია ინვესტიციები საფინანსო სექტორში. ჩვენ დავინახეთ, რომ კაპიტალის ბაზრის განვითარება უკვე რეალურ ჩანასახებშია და მნიშვნელოვნად არის გაზრდილი მოზიდული თანხები კაპიტალის ბაზრის მიმართულებით. ასევე ჩვენს ქვეყანაში გაზრდილია რეინვესტირებები და ყველა მიმართულებით ვხედავთ პირდაპირი ინვესტიციების გაუმჯობესების ტენდენციას", - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. 2021 წელს ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და 443.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 38.5 პროცენტია. შემდეგ მოდის ენერგეტიკის სექტორი 157.0 მლნ აშშ დოლარით (მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 13.6 პროცენტი). დამამუშავებელი მრეწველობის სექტორში განხორციელებულმა პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა კი 143.0 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 12.4 პროცენტია. მეოთხე ადგილზეა უძრავი ქონების სექტორი 84.1 მლნ. აშშ. დოლარით (მთლიანი ინვესტიციების 7.3 პროცენტი). ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, რომ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ზრდის მაჩვენებელი ცხადად აჩვენებს ინვესტორების მხრიდან ნდობას საქართველოში არსებული ბიზნეს-გარემოს მიმართ და ამავე დროს, პირდაპირ კავშირშია ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებთან.
მთავრობამ თელავის მუნიციპალიტეტს სტიქიის სალიკვიდაციოდ ნახევარი მილიონი ლარი გამოუყო
ძალადობით ჩადენილი ძარცვის ბრალდებით ორი პირია დაკავებული, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი
კორუფციის ბრალდებით ჩინოვნიკები დააკავეს, მათ ქრთამი აიღეს
ევროკავშირის უმაღლესმა დიპლომატმა ომის დაწყების შემდეგ რუსეთის წინააღმდეგ „ყველაზე მასშტაბური“ სანქციების პაკეტი გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)