19:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-11 13:10:20, 713 ნახვა

საზოგადოება
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში საერთაშორისო დონის კვლევები ტარდება

სსიპ სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დაქვემდებარებაში საერთაშორისო სტანდარტისა და უმაღლესი აკრედიტაციის მქონე 13 ლაბორატორია შედის (თბილისის, ქუთაისის, ახალციხის, გორის, მარნეულის, დუშეთის, გურჯაანის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ბათუმის, საჩხერის, მესტიის); ლაბორატორიის პერსონალი ყოველწლიურად წარმატებით გადის საერთაშორისო საკვალიფიკაციო სწავლებებს. - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სმაინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დუშეთის რეგიონული ლაბორატორია 2015 წლიდან ფუნქციონირებს. ლაბორატორიაში დანერგილია ყველა ის კვლევა, რომელიც განსაკუთრებით მოთხოვნადია მთიან რეგიონში. 

ლაბორატორიაში შესაძლებელია: 

• სისხლის გამოკვლევა ბრუცელოზზე (როზბეგალის რეაქციის მეთოდითა და ფლორესცენტრული პოლარიზაციის ტესტით (FPA)); 

• რძის გამოკვლევა ბრუცელოზზე (რძის რგოლური რეაქციის მეთოდით); 

• რძის გამოკვლევა მასტიტზე (კალიფორნიული მასტიტის ტესტით); 

• სასმელი წყლის ბაქტერიოლოგიური გამოკვლევა.

ლაბორატორიაში არსებული კვლევის მეთოდები ფერმერებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას აძლევს, საერთაშორისოდ აღიარებული კვლევების საფუძველზე მიიღონ უტყუარი შედეგები. 

2021 წლის მონაცემებით, დუშეთის რეგიონულ ლაბორატორიაში შემოსულმა ნიმუშების რაოდენობამ 44 000-ს გადააჭარბა. 

დამატებითი ინფორმაცია ლაბორატორიაში არსებული კვლევებისა და ფასების შესახებ იხილეთ ვებგვერდზე:http://sla.gov.ge/





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics