|
2022-03-11 12:37:34, 1866 ნახვა
რეგიონი
აჭარაში, ორთაბათუმის მოსახლეობასთან კოვიდ19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
აჭარაში, ორთაბათუმის მოსახლეობასთან კოვიდ19-ის ვაქცინაციის შესახებ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა, - ინფორმაციას აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, ადგილობრივების შეკითხვებს ექიმი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი პასუხობდა. პარალელურად, გამსვლელი ბრიგადების საშუალებით, მსურველებს შესაძლენლობა ჰქონდათ ადგილზე ჩაეტარებინათ ვაქცინაცია. "შეხვედრებს აჭარის ა.რ. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, ზურაბ თენიეშვილი და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრები პროექტის – „ვაქცინაციის საინფორმაციო კამპანია“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს მხარს უჭერს აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“. შეხვედრების ორგანიზატორია „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის" მარკეტინგის სამსახური. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის ვაქცინაციის წახალისების პროგრამა მარტის თვეშიც გრძელდება. 200 ლარიან ერთჯერად დანამატს ავტომატურად მიიღებს 50 წლის და მეტი ასაკის ყველა ის მოქალაქე, ვინც 2022 წლის 31 მარტის ჩათვლით COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი დოზით აიცრება. ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირები „ბუსტერ“ დოზით აცრის შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ. ვაქცინაციისთვის ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე - https://booking.moh.gov.ge/ აცრა შესაძლებელია წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც. COVID 19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციასთან დაკავშირებული კონსულტაციის მისაღებად შეგიძლიათ დარეკოთ ნომერზე: 144 და 15 22", - ვკითხულობთ ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)