19:11 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 15:53:25, 885 ნახვა

საზოგადოება
„თიბისის“ გუნდი უკრაინელ წევრებს და მათ ოჯახებს დაეხმარება

უკრაინაში შექმნილი ვითარება თითოეული ქართველისთვის ძალიან დიდი გამოწვევაა. ჩვენთვის, გუნდის, როგორც ქართველი, ისე უცხოელი წევრების უსაფრთხოება და სიცოცხლე ყველაზე მნიშვნელოვანია. მივიღეთ გადაწყვეტილება, ჩვენს უკრაინელ თიბისელებს და მათ ოჯახებს ფინანსურად დავეხმაროთ და გვერდში დავუდგეთ.

ჩვენი გუნდის 12 უკრაინელი წევრი კიევში და უკრაინის სხვა ქალაქებში ცხოვრობს და დისტანციურად მუშაობს ქართველ კოლეგებთან ერთად. პანდემიის დაწყებიდან, თიბისის 8 ქვეყნიდან შემოუერთდნენ თანამშრომლები, მათ შორის დიდი ტექნოლოგიური გუნდი უკრაინიდან. ამ რთულ დროში, თანაგუნდელების გვერდში დგომა ჩვენი უპირველესი პრიორიტეტია და ყველაფერს გავაკეთებთ მათი მორალური და ფინანსური მხარდაჭერისთვის.

უკრაინელი თანამშრომლები ძირითადად ტექნოლოგიური პროექტების აღსრულებაში არიან ჩართულები, ისეთი მიმართულებებით, როგორებიცაა -  შიდა და გარე ინფრასტრუქტურა, საკომუნიკაციო არხების დეველოპმენტი და სხვა მნიშვნელოვანი სისტემები.

გუნდის წევრები მხნედ არიან, ისინი ნამდვილად გმირები არიან. ბევრი მათგანი, საომარი სიტუაციის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად ახერხებს სამუშაო პროცესში ჩართვას.

„თიბისის“ მთავარი მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა, რაც ამ რთულ დროში ჩვენი კიდევ უფრო საჭირო და ბუნებრივი სურვილია. დარწმუნებული ვართ, მშვიდობა მალე დაისადგურებს და არცერთ ადამიანს საფრთხე აღარ შეექმნება.

„თიბისის“ გუნდი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics