23:01 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 14:59:01, 585 ნახვა

მსოფლიო
რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, რომ მათი სპეცოპერაცია უკრაინაში „მკაცრად, გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, რუსეთის სპეცოპერაცია უკრაინაში „მკაცრად, გეგმის მიხედვით“ მიმდინარეობს.

„შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია გრძელდება, ის მკაცრად, დასახული გეგმის მიხედვით მიმდინარეობს“, - განაცხადა ზახაროვამ.

ამასთან, საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ოპერაცია არ არის მიმართული მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ.

„ამოცანაში არ შედის არც უკრაინის ოკუპაცია, არც მისი სახელმწიფოებრიობის ჩამოშლა და არც ამჟამინდელი ხელისუფლების დამხობა“, - დასძინა ზახაროვამლ.

მან აღნიშნა, რომ პარალელურად, კევთან მიმდინარეობს მოლაპარაკებები, რათა დასრულდეს „უკრაინის არმიის უაზრო სისხლისღვრა“.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics