19:12 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-09 12:02:10, 586 ნახვა

საზოგადოება
ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს ბოლო სართულის დემონტაჟი ორ კვირაში დასრულდება

ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მშენებარე სასტუმროს უკანონოდ დაშენებული სართულის დემონტაჟი დაწყებულია და პროცესს კომპანია ორ კვირაში დაასრულებს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისი თქმით, შენობის მშენებლობა შეთანხმებული პროექტის მიხედვით და ყოველგვარი დამატებითი სართულის გარეშე დასრულდება.

„ბარათაშვილის ქუჩაზე, ისტორიულ გალავანთან მიმდინარეობდა კონკრეტული შენობა-ნაგებობის მშენებლობა. შეთანხმებული იყო სხვა პროექტი და დაამატეს ერთი სართული, რაც, რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ჩვენს მიდგომებს ქალაქის ურბანულ განვითარებასთან დაკავშირებით. განსაკუთრებით ძველი თბილისი ჩვენთვის ძალიან სენსიტიური თემაა. მე მაშინვე გავაკეთე განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ ამ ფორმით აღნიშნული პროექტის განხორციელება ვერ და არ მოხდებოდა. ამის შემდეგ, მოვისმინეთ სპეკულაციები გარკვეული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მხრიდან, რომლებიც ძირითადად, სიცრუეს, სიყალბეს  გადმოსცემენ. ამ ადამიანებს არაფერს გავუტარებთ და საზოგადოებას სწორ ინფორმაციას მივაწვდით. მე ვიყავი პირველი, ვინც პროექტის ამ ფორმატით განხორციელებაზე უარი თქვა და საჯაროდ დაგმო. ჩვენ დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა, მშენებელმა კი სასტუმროს ერთი სართული უნებართვოდ დააშენა.

„ამ წუთებში მიმდინარეობს ზედა სართულის დემონტაჟი. ორი კვირა დასჭირდება სადემონტაჟო სამუშაოებს და პროექტი მიიღებს ნორმალურ სახეს, განხორციელდება იმგვარად, როგორც იყო შეთანხმებული. ისიც აღსანიშნავია, რომ ამ სასტუმროს მშენებლობის ნებართვა 2009 წელს გაიცა.  ეს არის ჩვენი დამოკიდებულება და განწყობა თბილისის მიმართ. ხელს არავის ვუშლით იმაში, რომ მშენებლობები განახორციელონ და ქალაქი განავითარონ, თუმცა, ეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ სწორად“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
ევროკავშირმა VK-სა და Max Messenger-ის წინააღმდეგ სანქციები დააწესა
ფოთი - ჭადრაკის ქალაქი საქართველოს ბანკი ფოთის საჭადრაკო კლუბის მთავარი მხარდამჭერია
საქართველოს ბანკის ივლისის PLUS შეთავაზებები - დააგროვეთ მეტი PLUS ქულა ყოველდღიურ გადახდებზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics