21:31 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-08 20:51:18, 954 ნახვა

მსოფლიო
ამ დროისთვის, შეერთებულმა შტატებმა უკრაინიდან 700-მდე ლტოლვილი მიიღო

ოქტომბრის შემდეგ, 28 თებერვლის მდგომარეობით, ამერიკის შეერთებულ შტატებში შეყვანილი, თითქმის, 6500 ლტოლვილიდან, 692 უკრაინიდან იყო. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი იუწყება.

ლტოლვილთა განსახლების დამცველები აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, შეერთებულ შტატებში, უკრაინელების განსახლებას ხელი მისცეს, ვინაიდან უკრაინიდან გაქცეული ადამიანების რიცხვი, უკვე ორ მილიონს აჭარბებს.

სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა კვირას განაცხადა, რომ ლტოლვილების მისაღებად აშშ მზადაა.

„აშშ მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც შეგვიძლია, უპირველეს ყოვლისა, მხარი დაუჭიროს იმ ქვეყნებს, რომლებსაც უშუალო ტვირთი აკისრიათ უკრაინელების მიღებაზე, შემდეგ კი, თუკი ადამიანები შეერთებულ შტატებში ლტოლვილის სტატუსს მოითხოვენ, რა თქმა უნდა, ჩვენ მივხედავთ“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

ცნობისთვის, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის შემდეგ, გაეროს ლტოლვილთა სააგენტოს ინფორმაციით, უკრაინიდან გაქცეული ადამიანების უმეტესობა პოლონეთში შევიდა.

ამბავს CNN ავრცელებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics