20:21 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-04 17:46:42, 496 ნახვა

საზოგადოება
ძლიერი ქარის გამო, თბილისის მუნიციპალიტეტი საგანგებო რეჟიმში მუშაობს

ძლიერმა ქარმა თბილისის სხვადასხვა რაიონში პრობლემები შექმნა. სტიქიის გამო, ძირითადად საბურთალოს, გლდანისა და ნაძალადევის რაიონები დაზარალდა. - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია არცელებს..

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, ფიქსირდება ხეების წაქცევის, ტოტების მტვრევის, ელექტროენერგიისა და ინტერნეტის სადენების, ასევე ბუნებრივი აირის მილების დაზიანების ფაქტები. ხის ტოტების მტვრევამ გამოიწვია კერძო ავტომობილების დაზიანება.

"საბურთალოს რაიონში ძლიერმა ქარმა რამდენიმე მისამართზე სახლებს სახურავები გადახადა.  სტიქიის შედეგად, ნაძალადევის რაიონში ავარიული შენობის ფრაგმენტი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

აღმაშენებლის ხეივანში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაზიანდა, რომლის აღდგენაც უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ქარის ჩადგომის შემდგომ მოხდება.

ამ დროისთვის, ზარალის აღმოფხვრისა და შესაბამისი ღონისძიებების გატარების მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ.  მიმდინარეობს ქარისგან მიყენებული ზარალის დათვლა. ათივე რაიონში, გამგეობის თანამშრომლები შემთხვევის ადგილას იმყოფებიან და მზად არიან, დაზარალებულ ოჯახებს შესაძლებლობების ფარგლებში დაეხმარონ. „ეკოსერვის ჯგუფის“ თანამშრომლებს ტერიტორიიდან დამტვრეული ხეები და ხის ტოტები გააქვთ." - ნათქვამია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics