20:21 - 13 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-03 10:54:32, 493 ნახვა

საზოგადოება
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ფონდს The Body Shop და Afflelou Paris უერთდებიან

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, „თიბისის“ ინიციატივას თავის მოვლის და კოსმეტიკური საშუალებების ბრიტანული ვეგანური ბრენდი - The BODY SHOP და  საერთაშორისო ოპტიკური ქსელი - Afflelou Paris  შეუერთდნენ. 

კომპანიები თიბისის საქველმოქმედო ფონდში გაყიდული პროდუქციის შემოსავლის 2%-ს უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჩარიცხავენ. მომხმარებლების მიერ, უკვე 2022 წლის 2 მარტიდან  შეძენილი პროდუქციის 2% დახმარების ფონდში გადაირიცხება. 

თიბისიმ ფონდის ანგარიში ადგილობრივი გადარიცხვებისთვის შექმნა, სადაც  ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობა აქვს, მარტივად ჩარიცხოს სასურველი თანხა და გახდეს ქველმოქმედების მონაწილე.

გუნდის სახელით, პირველი,  200 000 ლარის ოდენობის დონაცია,  თიბისიმ განახორციელა. ამ ეტაპზე, ფონდში 700 000 ლარზე მეტი ირიცხება. შეგროვილი თანხა ყოველდღიურად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ საქველმოქმედო ანგარიშზე.

ლარის ანგარიშის ნომერი:
 #GE68TB7318736080100007
მიმღები: ააიპ თიბისელები

დოლარის  და ევროს ანგარიშის ნომერი:
 #GE80TB7318736180100001
მიმღები: NNLE TIBISELEBI





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
პუტინი ცხინვალის მარიონეტ კამბოლოვს: ველოდები, რომ გაგლოევის „განვითარებულ მოვლენებს“ გამოიყენებთ
მასშტაბური კორუფციის გამო მერიამ „რიყის დოქების“ დანგრევა გადაწყვიტა - აბესაძე
რუსეთში, ბენზინის დეფიციტის გამო, საავადმყოფოებისთვის, სახანძრო სამსახურებისთვის და საზოგადოებრივი კომუნალური კომპანიებისთვის საწვავის შესყიდვა შეფერხდა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ვენესუელას ფაქტობრივი მმართველი გახდა -The New York Times
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics