15:12 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-02 14:58:07, 635 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ

რუსი ოპოზიციონერი, ალექსეი ნავალნი რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდებს, რუსეთ-უკრაინის ომის საწინააღმდეგო აქციებზე გავიდნენ. 

როგორც ნავალნი აღნიშნავს, აქციაზე გასულ მოალაქეებს თუ დააკავებენ, ეს არ უნდა გახდეს დემონსტრანტების შემცირების მიზეზი.

"პუტინი არ არის რუსეთი. და თუ არის ახლა რუსეთში რაიმე, რითიც ყველაზე მეტად შეგიძლიათ იამაყოთ, ეს არის ის 6 835 ადამიანი, რომლებიც დააკავეს, რადგან - ყოველგვარი მოწოდების გარეშე, გამოვიდნენ ქუჩებში პლაკატებით "არა ომს". - წერს ნავალნი სოციალურ ქსელში.

ადამიანები ამბობენ რომ აქციაზე გასვლას არ რისკავენ რადგან დაპატიმრებას თავი აარიდონ. ომის შესაჩერებლად გადით თქვენი ქალაქის მთავარ მოედანზე ყოველ სამუშაო დღეეს და შაბათ-კვირას.

თითოეული დაკავებული უნდა შეიცვალოს 2 დემონსტრანტით. 

მე უკვე ციხეში ვარ თუ ომის შესაჩერებლად საჭიროა, ციხეები გავავსოთ, ასეც უნდა მოვიქცეთ. 

ყველაფერს ფასი აქვს ახლა. 2022 წლის გაზაფხულზე ეს ფასი ჩვენ უნდა გადავიხადოთ, სხვა არავინ. მოდით, არ ვიყოთ უბრალოდ "ომის წინააღმდეგნი". მოდით, ვიბრძოლოთ ამ ომის წინააღმდეგ ". - წერს ნავალნი. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics