13:46 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-03-01 20:25:45, 748 ნახვა

მსოფლიო
უკრაინული მედია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის სატელევიზიო ანძა დაბომბეს, დაღუპულია 5 პირი

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კიევის სატელევიზიო ანძა დაბომბეს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას უკრაინული მედია იუწყება. სროლა მაუწყებლის სააპარატოზე განხორციელდა.

უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ცნობით, ტელეანძაზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე 5 ადამიანი დაიღუპა. მათ შორის არ არიან ანძის თანამშრომლები და რიგითი გამვლელებიც.

გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ ანძა კვამლშია გახვეული.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის განცხადებით, დროებით გაითიშა არხებიც.

ადმინისტრაციაში თქვეს, რომ გათიშული არხების ნაწილი უახლოეს მომავალში სარეზერვო მაუწყებლობით განახლდება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
თამარ კეკენაძე – არ გვაქვს მოლოდინი, რომ მოძალადე დეპუტატებს თავად „ოცნების“ მოძალადე სისტემა დასჯის
ივანიშვილის დეპუტატი ხამენეის დაკრძალვაზე ჩასვლაზე - რეგიონის ლიდერები ერთად დაესწრებიან ცერემონიალს და ამაში უცნაურს ვერაფერს ვხედავ
არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით სამი პირი დააკავეს- ბავშვებს მათხოვრობას აიძულებდნენ
2026 წლის I კვარტალში ევროკავშირი საქართველოს 2 060 მოქალაქეს დაატოვებინეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics