|
2022-02-28 17:52:36, 848 ნახვა
ეკონომიკა
პროგრამის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, სახელმწიფო ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების მოწყობას დააფინანსებს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს მთავრობის სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, სახელმწიფო პროგრამით უკვე შესაძლებელია ფერმერებმა მიიღონ თანადაფინანსება, რათა ადგილობრივი წარმოების სეტყვის საწინააღმდეგო სისტემებით დაიცვან მოსავალი. „სახელმწიფო პროგრამა ქმნის დამატებით სტიმულს ადგილობრივი ბიზნესის განვითარებისათვის ეს იქნება ადგილობრივი ნერგების წარმოება, სეტყვის საწინააღმდეგო სპეციალური ბადეების წარმოება თუ მებაღეობისთვის საჭირო სხვა ინვენტარი. პროგრამაში ცვლილებებით გაიზარდა ჭის/ჭაბურღილის, მათ შორის, სატუმბი სადგურის მოწყობის ღირებულების თანხა და განისაზღვრა არაუმეტეს 50%-ით, მაგრამ არაუმეტეს 18,800 ლარით, ხოლო სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივების, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებისა და მაღალმთიანი დასახლებების შემთხვევაში − არაუმეტეს 60%-ით და არაუმეტეს 22,600 ლარით.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)