12:13 - 17 Aug, 2026
|
2022-02-28 11:55:40, 887 ნახვა
ეკონომიკა
იანვარში საქართველოს ეკონომიკა 18.0 პროცენტით გაიზარდა
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 18.0 პროცენტი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით ზრდა შეინიშნებოდა შემდეგ დარგებში: დამამუშავებელი მრეწველობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, ხელოვნება, გართობა და დასვენება, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა და სამთომოპოვებითი მრეწველობა. კლების ტენდენცია დაფიქსირდა მშენებლობის, ასევე ინფორმაციისა და კომუნიკაციის დარგებში.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)