12:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-27 10:10:23, 688 ნახვა

მსოფლიო
ოკუპანტებმა ხარკოვის თავდაცვის ძალები გაარღვიეს - ქალაქის ცენტრში ქუჩის ბრძოლები მიდის

რუსულმა ჯარებმა მოახერხეს ხარკოვის თავდაცვის გარღვევა, ახლა დამპყრობლებთან ბრძოლები გრძელდება. - ამის შესახებ, თავის Telegram-ში  რეგიონული სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ სინეგუბოვმა განაცხადა.
"ხარკოვში მოხდა რუსული მტრის მსუბუქი ტექნიკის გარღვევა. მათ შორის, ქალაქის ცენტრალური ნაწილის. ყურადღება! არ დატოვოთ თავშესაფარი! უკრაინის შეიარაღებული ძალები მტრის ლიკვიდაციას ახდენენ. სამოქალაქო მოსახლეობას ვთხოვთ, არ გამოდით ქალაქის ქუჩებში“, - წერს ის.
"გთხოვთ, დარჩით სახლში, ქალაქში ძალიან დაძაბული ვითარებაა", - განაცხადა მერმა იგორ ტერეხოვმა.
ქსელში უკვე გამოჩნდა ვიდეო ქალაქში მტრის ტექნიკით. უკრაინის შს მინისტრის მოადგილის ანტონ გერაშჩენკოს თქმით, ახლა ქუჩის ბრძოლები მიმდინარეობს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ენმ-მ ხელისუფლება ნავთობპროდუქტების იმპორტიორებთან შესაძლო შეთქმულებაში დაადანაშაულა
მიხეილ სააკაშვილი: განცხადებები გილაურთან ნაციონალური მოძრაობის მოლაპარაკებების შესახებ ტყუილია
ერთიანი ეროვნული გამოცდების დროს თბილისში ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება
თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ირანს შორის ტექნიკური მოლაპარაკებები მიმდინარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics