02:40 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-21 18:43:33, 752 ნახვა

მსოფლიო
მედია - სამხედროებმა რუსეთის ტერიტორიაზე, ორი უკრაინული ჯავშანტრანსპორტი გაანადგურეს

რუსეთის სამთავრობო-პროპაგანდისტული მედია იუწყება, რომ ადგილობრივმა სამხედროებმა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე უკრაინელების ორი ჯავშანტრანსპორტი გაანადგურეს.

მათივე ინფორმაციით, ხუთი უკრაინელი სამხედროა დაღუპული.

„რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო დირექტორატის რაზმმა როსტოვის რეგიონში, სამხრეთ სამხედრო ოლქის საზღვრის დაფარვის ნაწილებთან ერთად, აღმოაჩინა უცნობი ჯგუფი ორ ქვეით საბრძოლო მანქანაზე, რომელმაც დაარღვია საზღვარი უკრაინიდან რუსეთის ფედერაციამდე. ჯგუფი შეჩერდა და განადგურდა შეიარაღებული წინააღმდეგობის დროს“, - აღნიშნულია რუსულ მედიაში.

რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის (ФСБ) მეთაური კი აცხადებს, რომ რუსეთ-უკრაინის საზღვართან, რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე შეტაკების შემდეგ, ერთი უკრაინელი სამხედრო ტყვედ ჩაიგდეს.

გავრცელებულ ამბებს უკრაინა დეზინფორმაციად აფასებს და განმარტავს, რომ უკრაინელი სამხედროები როსტოვის რეგიონში არ ყოფილან.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics