01:29 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-20 14:30:16, 887 ნახვა

მსოფლიო
დავით ზალკალიანი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე ჩვენი ხმა და ყოფნა ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის უაღრესად მნიშვნელოვანი იყო

 მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, მიუნხენში ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში პრემიერმა მნიშვნელოვანი შეხვედრები გამართა ასევე ეკონომიკური მიმართულებით.
 
„მიუხედავად იმისა, რომ უკრაინა მთავარი თემა იყო, ჩვენი აქ ყოფნა და ჩვენი ხმა იყო უაღრესად მნიშვნელოვანი, როგორც ჩვენი უკრაინელი კოლეგებისთვის, ისე საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, იმიტომ, რომ ჩვენთვის უცხო არ არის ეს გამოწვევა. ჩვენ საკუთარ თავზე გვაქვს გამოცდილი ოკუპაცია, რომელიც ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისთვის მნიშვნელოვანი იყო ამ გამოცდილების გაზიარება, საუბარი და ჩვენი პერსპექტივიდან დანახული სიტუაციის განმუხტვის გზები. ამიტომ, ყველა ორმხრივი შეხვედრა, როგორ პრემიერ-მინისტრის, ისე ჩემი შეხვედრები, მიეძღვნა ამ თემატიკას. გარდა ამისა, ჩვენ შევძელით და პრემიერ-მინისტრს ჰქონდა მრავალი შეხვედრა ეკონომიკური მიმართულებით. მოგეხსენებათ, ეკონომიკური განზომილება ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი დიდი კომპანიის წარმომადგენელია აქ ჩამოსული და მათთან შედგა პრემიერ-მინისტრის შეხვედრები. ჩვენ ვხედავთ, რომ ქვეყნის განვითარება, საქართველოს მიმზიდველობის გაზრდა არის ერთ-ერთი მნიშვნელოოვანი ბერკეტი, იმისათვის, რომ ის გარე საფრთხეები იყოს  მინიმუმამდე დაყვანილი და ქვეყნის, როგორც წარმატებული ფუნქცია და მიმზიდველობა წარმოვაჩინეთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების თვალში", - განაცხადა დავით ზალკალიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics