01:30 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 20:06:28, 846 ნახვა

მსოფლიო
ენტონი ბლინკენი - რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პუტინმა, პასუხის გასაცემად მზად ვიქნებით

„იქამდე, სანამ ასეთ სოლიდარობას შევინარჩუნებთ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში მზად ვიქნებით პასუხის გასაცემად“, - ამის შესახებ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია დასავლეთს ახსოვდეს წარსული, 2008 და 2014 წელი.

„იქამდე, სანამ ასეთ სოლიდარობას შევინარჩუნებთ, რომელი გზაც არ უნდა აირჩიოს პრეზიდენტმა პუტინმა, ნებისმიერ ვითარებაში მზად ვიქნებით პასუხის გასაცემად. ჩვენ სრულად მზად ვართ დიპლომატიისთვის, თუმცა, ჩვენ უნდა გვახსოვდეს წარსული. შეგვიძლია მაგალითად მოვიყვანოთ 2014 წელი და ასევე 2008 წელი საქართველოში. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ფაქტები და ფაქტები ასეთია, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთმა ბოლო დღეებში შეიარაღებული ძალების უკან დახევასთან დაკავშირებით გააკეთა განცხადებები, საპირისპიროდ, ვხედავთ, როგორ მიემართებიან დამატებითი ძალები უკრაინის საზღვრებისკენ.  ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ფრთხილად, სიძლიერის ყველაზე ძლიერი წყარო რაც გვაქვს, არის სოლიდარობა, რაზეც ანალენამ ისაუბრა. ვფიქრობ, პრეზიდენტი პუტინი გაოცებული დარჩა ასეთი სოლიდარობით, ნატოსა და ევროკავშირის ერთიანობით“, - აღნიშნულთან დაკავშირებით, ენტონი ბლინკენმა მიუნხენის უსაფრთხოების სამიტზე ისაუბრა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics