00:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-18 17:10:15, 953 ნახვა

მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ

გაერთიანებული სამეფოს, პოლონეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები სამ ქვეყანას შორის გაფორმებულ მემორანდუმთან დაკავშირებით, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.

როგორც განცხადებაში აღნიშნულია, სამი ქვეყანა გააძლიერებს ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად და უკრაინაში მდგრადობის გასაძლიერებლად, აღმოსავლეთ ევროპის საზღვარზე დემოკრატიის გასაძლიერებლად.

ამასთანავე, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამი ქვეყანა  ერთად იმუშავებს თანამშრომლობის გასაძლიერებლად, რაც მათივე თქმით, მოიცავს, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერის კოორდინაციას, თანამშრომლობის გაფართოებას კიბერუსაფრთხოების, ენერგოუსაფრთხოების საკითხებში და დეზინფორმაციის წინააღმდეგ, სტრატეგიული კომუნიკაციების გაძლიერებას.

„გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი გააგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერას, უკრაინის გვერდით დგომას, რუსული აგრესიის ფონზე და სრულად მზად არიან, დაუდგნენ უკრაინელ ერს მის ძალისხმევაში, რომელიც მიმართულია უკრაინის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში მის საერთაშორისო აღიარებულ საზღვრებში“, - აღნიშნულია განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics