00:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 19:12:46, 734 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი - ჩემი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში რამდენიმე დღეში შეიჭრება

„ჩემი ვარაუდით, რუსეთი უკრაინაში რამდენიმე დღეში შეიჭრება“, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ინდიკატორი მიუთითებს იმაზე, რომ რუსეთი უკრაინაზე თავდასახმელად მზადაა.

„ძალიან მაღალია შანსები, მათ არცერთი თავიანთი ჯარისკაცი არ გაუყვანიათ. ჯერ ერთი, უფრო მეტი ჯარისკაცი შეიყვანეს და ჩვენ გვაქვს მიზეზი გვჯეროდეს, რომ ისინი შეჭრის მიზეზებისთვის პროვოკაციებს აპირებენ. ყველა ინდიკატორი მიუთითებს, რომ რუსეთი უკრაინაში შესასველად, უკრაინაზე თავდასახმელად მზადაა. ჩემი ვარაუდით, ეს მომდევნო რამდენიმე დღეში მოხდება“, - აღნიშნა ჯო ბაიდენმა.

ამბავს CNN იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics