00:21 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-17 15:52:56, 855 ნახვა

მსოფლიო
კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის პროვოკაციული ქმედებები გააქტიურდა

„დასავლეთის თქმით, რუსეთი საზღვარზე უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალს ინარჩუნებს, თუმცა უკრაინის უზარმაზარი შეიარაღებული ძალების დამრტყმელ პოტენციალზე არავინ არ საუბრობს“, - ამის შესახებ კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განაცხადა.

კრემლის სპიკერი აცხადებს, რომ დონბასში უკრაინის პროვოკაციული ქმედებები გააქტიურდა, არსებული სიტუაცია კი, ძალიან სახიფათოა.

„ბოლო 24 საათის  განმავლობაში ჩვენ გვესმოდა ცნობები, რომ დასავლეთის თქმით, რუსეთი საზღვარზე უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალს ინარჩუნებს, თუმცა საუბარია ჩვენს საკუთარ ტერიტორიაზე. თუმცა არავინ, არც ერთი დასავლეთის წარმომადგენელი არ საუბრობს გაყოფის ხაზთან უკრაინის შეიარაღებული ძალების უზარმაზარ დამრტყმელ პოტენციალზე. ხოლო პროვოკაციულ სიტუაციებთან ერთად, რომლებმაც მხოლოდ მოუხშირეს ბოლო 24 საათის ან მეტის განმავლობაში, ეს ძალიან, ძალიან საშიში სიტუაციაა“, - აღნიშნა დიმიტრი პესკოვმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics