|
2022-02-16 17:28:56, 1312 ნახვა
რეგიონი
ბათუმი საზღვაო რეგიონების კავშირის საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს
ბათუმი 16-17 თებერვალს საზღვაო რეგიონების კავშირის (CPMR) საერთაშორისო კონფერენციას მასპინძლობს. - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს. უწყების ცნობით, საერთაშორისო კონფერენციის მიზანია შავი ზღვის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარება და ამ მხრივ ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერა. კონფერენცია მისასალმებელი სიტყვით აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, საზღვაო რეგიონების კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა თორნიკე რიჟვაძემ გახსნა. "CulTourE4Youth Batumi International Workshop-ი მონაწილეობა საბერძნეთის, იტალიის, ინგლისის, ესპანეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, ბულგარეთის, მოლდოვის, რუმინეთის და თურქეთის, ასევე ევროპული ინსტიტუციების და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს. ღონისძიების ფარგლებში განიხილებოდა ისეთი მნიშვნელოვანი თემები, როგორიცაა ლურჯი ეკონომიკა, ევროპული მმართველობა, ენერგეტიკა, კლიმატის ცვლილებები, საზღვაო და კულტურული ტურიზმი, ახალგაზრდული მეწარმეობის გაძლიერება. ვორქშოფის ორგანიზატორია საზღვაო რეგიონების კავშირი (CPMR). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა საზღვაო რეგიონების კავშირის სრულუფლებიანი წევრი გახდა, რაც საშუალებას აძლევს რეგიონს სრულად ჩაერთოს CPMR პოლიტიკის შემუშავებაში. პერიფერიული საზღვაო რეგიონების კავშირი წარმოადგენს საზღვაო რეგიონების ქსელს, რომელიც აერთიანებს 24 ქვეყნის 160 რეგიონს, როგორც ევროკავშირიდან, ასევე მის ფარგლებს გარეთ." - ნათქვამია ინფორმაციაში.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)