23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 16:03:07, 853 ნახვა

მსოფლიო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ვონ დერ ლეიენის განცხადებით, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას უზარმაზარი ადამიანური დანაკარგი მოჰყვება.

მისივე თქმით, თუ რუსეთი ომს აირჩევს აღნიშნულ ქმედებას მკაცრი სანქციებიც მოჰყვება.

პოლიტიკოსის სიტყვით, ამის მიუხედავად, კრიზისიდან დიპლომატიური გამოსავლის მიღწევა ჯერ კიდევ შესაძლებელია.

„დიპლომატიას თავისი უკანასკნელი სიტყვები ჯერ არ უთქვამს.

ჩვენი მოწოდება რუსეთისთვის ნათელია - არ აირჩიოთ ომი. მაგრამ მოდი ვიყოთ ფხიზლად. თუ კრემლი ძალადობას აირჩევს უკრაინის წინააღმდეგ ჩვენი პასუხი იქნება ძლიერი და ერთიანი. ევროპული კომისია და EEAS მჭიდროდ მუშაობდნენ ყველა წევრ სახელმწიფოსთან, იმისთვის, რომ ძლიერი და ყოვლისმომცველი შესაძლო სანქციების პაკეტი შეემუშავებინათ.

რუსეთის სტრატეგიული ინტერესია მისი ცალმხრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება და არსებული ჩავარდნების დაფარვა. მაგრამ ამისთვის მათ სჭირდებათ ტექნოლოგია, რომელზეც გლობალური ლიდერობა ჩვენ გვაქვს. მაღალტექნოლოგიური კომპონენტები, რაშიც რუსეთი თითქმის სრულად ჩვენზეა დამოკიდებული. ამიტომ, ჩვენი სანქციები შესაძლოა ძალიან მძიმე იყოს და კრემლმა ეს იცის.

ერთ-ერთი მთავარი გაკვეთილი, რაც უკვე ამ კრიზისიდან ვისწავლეთ არის, რომ ჩვენ უნდა მოვახდინოთ ენერგიის წყაროს დივერსიფიცირება და უნდა გავთავისუფლდეთ რუსულ გაზზე დამოკიდებულებისგან“, - აღნიშნა ურსულა ვონ დერ ლეიენმა.

აღნიშნულის შესახებ CNN News იუწყება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics