23:01 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-16 15:40:27, 832 ნახვა

მსოფლიო
რუსეთმა შესაძლოა დიდ ბრიტანეთთან დაკავშირებული პირების წინააღმდეგ სანქციების შესახებ კანონი მიღოს

რუსეთის მთავრობამ შესაძლოა მიიღოს კანონი, რომელიც ითვალისწინებს სანქციების შესაძლებლობას დიდი ბრიტანეთის კომპანიებისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა.

როგორც ლავროვი აღნიშნავს, ლონდონი განიხილავს სანქციების დამატებას, რომელიც „არანაირად აღარ არის დაკავშირებული უკრაინასთან“, მაგრამ ამავე დროს აძლევს ბრიტანეთის ხელისუფლებას შესაძლებლობას „დაუწესოს სანქციები ნებისმიერ ორგანიზაციას, ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთთან“.

„რა თქმა უნდა, ისტორიამ ეს ჯერ არ იცის და თუ ეს კანონი საბოლოოდ ამოქმედდება, ეჭვი არ მეპარება, რომ ჩვენს პარლამენტს ექნება საფუძველი და ყველა საჭირო ზომა, მსგავსი კანონის მისაღებად. ეს ყველაფერი იმათთვის, ვინც ცდილობს რუსოფობიის გზაზე კარიერის გაკეთებას და რეიტინგის და პოპულარობის მოპოვებას“, - განცხადა მინისტრმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics