21:47 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-14 13:15:49, 752 ნახვა

მსოფლიო
უკრაინის ელჩი დიდ ბრიტანეთში - კიევმა შესაძლოა, უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე

დიდ ბრიტანეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ პრისტაიკომ განაცხადა, რომ უკრაინამ შესაძლოა უარი თქვას ნატო-ში გაწევრიანებაზე.

აღნიშნულის შესახებ ელჩმა BBC-ს რადიო ეთერში განაცხადა და მიზეზად,  „ომის თავიდან აცილება“ დაასახელა.

„ჩვენ მოქნილები ვართ, ვცდილობთ ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზა. თუ სერიოზული დათმობები მოგვიწია, ეს არის ის, რისი გაკეთებაც შეგვიძლია“, - უპასუხა ელჩმა ჟურნალისტის შეკითხვას, აპირებს თუ არა უკრაინის ხელისუფლება ამ იდეის მიტოვებას.

შეგახსენებთ, რომ რუსეთ-უკრაინას შორის კონფლიქტის დაწყებაზე, ბოლო თვეების განმავლობაში საუბრობენ. მედია წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ევროპელ ლიდერებს უთხრა, რომ რუსეთი უკრაინაში 16 თებერვალს შეიჭრება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics