20:25 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-02-11 09:48:10, 887 ნახვა

მსოფლიო
ჯო ბაიდენი, რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს

ამერიკის შეერთენული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის აგრესიის საფრთხის გამო, აშშ-ის მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებს. 

როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა „ენბისისთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში აღნიშნა, უკრაინაში შესაძლოა, ყველაფერი სწრაფად გაუარესდეს. 

„საქმე გვაქვს არა ტერორისტულ ორგანიზაციასთან, არამედ საქმე გვაქვს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს არმიასთან. ეს ძალიან განსხვავებული სიტუაციაა და ყველაფერი შეიძლება, სწრაფად გაუარესდეს“, – აღნიშნა ბაიდენმა.

ჟურნალისტის შეკითხვაზე, რა სცენარმა შეიძლება აიძულოს ჯო ბაიდენი, რომ გაგზავნოს ჯარი უკრაინიდან ამერიკელების გამოსაყვანად, ბაიდენმა უპასუხა, რომ არცერთმა, რადგან, ამერიკელები და რუსები ერთმანეთს როცა ესვრიან, ეს მსოფლიო ომია.

„როდესაც ამერიკელები და რუსეთი იწყებენ სროლას ერთმანეთისკენ, ეს მსოფლიო ომია. ჩვენ დღეს ძალიან განსხვავებულ მსოფლიოში ვართ, ვიდრე ოდესმე ვყოფილვართ", - დასძინა ჯო ბაიდენმა. 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics